- შერწყმის თეზისი
- პირველად გამოყენებული იქნა ვოლფგანგ ვესელსის მიერ. ეს თეზისი ამბობს, რომ მოხდა ადმინისტრაციული ვალდებულებების შერწყმა ეროვნულ და ევროპულ დონეზე და ამასთან ეროვნულ ადმინისტრაციებს შორის. შერწყმის თეორიის მიხედვით ეროვნულმა ადმინისტრციებმა შექმნეს ევროპული ინსტიტუტები და გადაწყვეტილებების მიღების ევროპული არენა იმისათვის, რომ თავი დაეღწიათ ეროვნულ პარლამენტების კონტროლისაგან და გაეტარებინათ თავიანთთვის მისაღები პოლიტიკური კურსები.Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.